30 აპრილს, DECEP პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა მნიშვნელოვან თემას – სოციალური და ემოციური სწავლება (SEL) და მისი ინტეგრაცია ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამებში (ECE).
ტრეინინგს უძღვებოდნენ ექსპერტები:
- სიმონა კონტრიმიენე, ასოცირებული პროფესორი ვილნიუსის უნივერსიტეტში და DECEP პროექტის კოორდინატორი (ვილნიუსის მხარე)
- სერგეიუს ნეიფაჩასი, ბავშვთა განათლების ექსპერტი და GABIJELE საბავშვო ბაღის დირექტორი
სესიამ მოიცვა თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რჩევები, სამუშაო პროცესში ხაზი გაესვა იმას, თუ როგორ შეუძლია SEL-ს სასწავლო გარემოს ტრანსფორმირება და მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემოციური და სოციალური კომპეტენციების ინტეგრაციას ECE-ს სასწავლო პროგრამებში, რათა შეიქმნას ინკლუზიური, მდგრადი და მხარდამჭერი საგანმანათლებლო სისტემები.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ.
ტრეინინგის მასალები ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილეებისა და დაინტერესებული პირებისთვის (იხ. ბმული).
DECEP პროექტის ფარგლებში 29 აპრილს ანა გოლუბევამ, ჩვენმა პარტნიორმა ტარტუს უნივერსიტეტიდან (ნარვას კოლეჯი), ჩაატარა საინტერესო ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ენის სწავლების პრინციპები ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში“. ტრენინგის დროს გაანალიზებულ იქნა, ერთი მხრივ, ესტონური, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკული საუკეთესო პრაქტიკები. მონაწილეები გაეცნენ მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის:
- ბავშვთა ენის სწავლების პოლიტიკა
- სხვადასხვა ტიპის ბავშვთა ენის სწავლების პროგრამები
- მიზნობრივი ენის გამოყენება ყველა აქტივობაში
- CI (comprehensible input) როლი
- ხარაჩოს პრინციპის (scaffolded output) მნიშვნელობა და მეორე ენის ათვისების (SLA) ეტაპების გააზრება
სესიას, ასევე, ახლდა თანამშრომლობითი ჯგუფური სამუშაო, რამაც ხელი შეუწყო განხილვებსა და იდეების გაზიარებას ბავშვებისთვის ენის სწავლის ეფექტური სტრატეგიების შესახებ.